Skip to content

საავტორო კინოს VII საერთაშორისო ფესტივალის გახსნა ბათუმში


”მოგესალმებით,

გილოცავთ, თქვენ წარმატებთ გაირეთ  შესარჩევი კონკურსი ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე დაგეგმილი ვორქშოფისთვის “სოციალური მედიის მნიშვნელობა, კულტურული ღონისძიებების მარკეტინგში”

ეს მესიჯი დაახლოებით  თვენახევრის წინ მივიღე ელექტრონულ ფოსტაზე და მას შემდეგ  დავიწყე კალენდარში დღეების აღრიცხვა  BIAFF ის ფესტივალისა და  ვორქშოფის  დაწყებამდე.

დღეს  17 სექტემბერია,  ფესტივალის  პირველი დღე, როგორ მინდა მეც იქ ვიყო, მაგრამ უამრავი საქმე  დამემთხვა: ESM ის სადიპლომო პროექტი, ახალდაწყებული სამსახური და ა.შ.მოკლედ  ის მაინც მოვახერხე,რომ  15-16 სექტემბრის ვორქშოფსა და  ფესტივალის გახსნას  დავსწრებოდი.

რაც შეეხება 15-16 სექტემბერს, ეს იყო  კონკრეტულად ბლოგერებისთვის დაგეგმილი ვორქშოფი  ,რომლის მიზანიც  კულტურული ღონისძიებების სოციალურ მედიაში გაშუქების best practise ბის  განხილვა და ახალი საინტერესო იდეების გენერაცია იყო, BIAFF სოც.მედიის კამპანიისთვის.

ესეც BIAFF ის ადმინისტრაციისა და  ბლოგერების შეხვედრა-ვორქშოფი, სასტუმრო City Star ში

მე პრეზენტაციისას

16 სექტემბერს საღამოს 7 საათზე ყველანი კინოთეატრ აპოლოში შევიკრიბეთ   ფესტივალის   გახსნის ღონისძიებისთვის. ფილმის ჩვენებამდე სპეციალური ჯილდოები გადაეცათ ცნობილ ქართველ რეჟისორს, ელდარ შენგელაიას და  თურქ რეჟისორს ნური ბილჟე ჩიმანს, კინემატოგრაფიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

აქვე  მინდა  აღვნიშნო,რომ ფესტივალის ფარგლებში სასტუმრო Radisson Blue Batum ში დაგეგმილია მასტეკლასების ჩატარება,რომელსაც ზემოთ  ჩამოთვლილი რეჟისორები  გაუძღვებიან.დასწრება თავისუფალია და შეუძლია ნებისმიერ თქვენგანს, რომელიც  დაინტერესებულია კინოხელოვნებით.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მხატვრული,დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი. მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე წელს  ელდარ შენგელაიაა.

რაც შეეხება გახსნას, აქ ნაჩვენები  იყო პოლონელი რეჟისორის  იერჟი ჰოფმანის  ფილმი ”ვარშავის ბრძოლა 1920” 3D ფორმატში, რომელზეც  ცალკე დავწერ უფრო ვრცლად. მოკლედ კი შემიძლია ვთქვა,რომ  ბევრი კრიტიკა დაიმსახურა ფილმმა, თუმცა საკმაოდ ემოციური დ შთამბეჭდავია, ყოველშემთხვევაში ჩემი პერსონალური შეფასებით:).

ეს  კი გახლავთ  ბათუმის VII საავტორო კინოფესტივალის განრიგი,რომლითაც  შეგიძლიათ  იხელმძღვანელოთ , ფესტივალზე დასწრების სურვილის შემთხვევაში.

ეხლა კი მინი ფოტოსესია სპეციალურად თქვენთვის 🙂

ეს ფესტივალის  ბანკეტის  ტორტია, რომლის  გასინჯვაც  სამწუხაროდ  ვერ მოვასწარი ,რადგან თბილისში დავბრუნდი  გახსნის  ღამესვე.

ეს რაც შეეხება გახსნას, უახლოეს დღეებში კი დავწერ ჩემს შთაბეჭდილებებს ფესტივალის გახსნაზე  პოლონელი რეჟისორის,იერჟი ჰოფმანის მიერ წარმოდგენილ  ფილმთან, ”ვარშავის  ბრძოლა 1920” თან დაკავშირებით

Advertisements

ბათუმის საავტორო კინო ფესტივალი


16-23 სექტემბერს  ბათუმი უკვე VII ედ  მასპინძლობს ბათუმის საავტორო კინო ფესტივალს . ფესტივალი 2010  წლიდან  ატარებს კონკურსს ბლოგერებისთვის,  ყველაზე  საინტერესო და ორიგინალური გაშუქებისათვის კი ექსკლუზიური  ბლოგერის  სტატუსსა და კინოფესტივალზე დასწრების  ხარჯებს სრულად  უზრუნველყოფს.

შარშანდელი კინოფესტივალის  გამარჯვებული ბლოგერები არიან ან ნა, გოჩა, მარიამი და ნინი, რომლებსაც წლევანდელ ფესტივალზე  მთლიანად  უნაზღაურდებათ კინოფესტივალზე  დასწრების ხარჯები:*

წელსაც გამოაცხადეს კონკურსი ბლოგერებისთვის ორდღიან  ვორქშოფზე  “სოციალური მედიის მნიშვნელობა, კულტურული ღონისძიებების მარკეტინგში” დასასწრებად და რა თქმა უნდა ძალიან გამეხარდა, როდესაც  ვორქშოფის მონაწილე ბლოგერებს შორის აღმოვაჩინე საკუთარი თავი:).

ვორქშოფი 15-16  სექტემბერს  გაიმართება  ბათუმში და ფესტივალის ადმინისტრაცია  მონაწილე ბლოგერებისთვის  უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, სასტუმროში ცხოვრების ხარჯებს და სურვილის შემთხვევაში  კინოფესტივალის  აკრედიტაციას.მადლობა  ადმინისტრაციას:*

3  საუკეთესო  ბლოგერი კი,რომელიც ყველაზე საინტერესოდ შეძლებს ფესტივალის გაშუქებას 2013 წელს  ექსკლუზიური ბლოგერის  სახელით  ისარგებლებს და შარშანდელი გამარჯვებულების მსგავსად მათაც  სრულად  აუნაზღაურდებათ კინოფესტივალზე  დასწრების ხარჯები.

მოკლედ დანარჩენი  15-16  სექტემბერს:)

განძის ძიება უფლისციხეში


რამდენიმე  დღე  ვასტატუსებდი სოციალურ ქსელში  განძის  საძიებო  სპეც-ოპერაციის შესახებ, რის შემდეგაც  ყველა  ვინც ჩემი უფლისციხის ვოიაჟის შესახებ იცოდა  სათითაოდ მეკითხებოდა  ვიპოვნე  განძი თუ ვერ:).

მეგობრებო, ეს  არ იყო  განძის საძიებო  სპეც-ოპერაცია, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა -ის  მიერ   სპეციალურად  ბლოგერებისთვის ორგანიზებული  თამაში  იყო. მოკლედ  ყველაფერს მივყვები ქრონოლოგიურად.

საქართველოს  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  ეროვნული სააგენტო -მ  უკვე  ყოველწლიურ  ტრადიციად  აქცია უფლისციხეში სათავგადასავლო  თამაშების  ორგანიზება. პირველად  შარშან  ჩატარდა   განძის ძიების ექსტრიმ ტური ,   მონაწილეები  ბიზნეს  სექტორის  წარმომადგენლები  იყვნენ,წელს  კი სააგენტომ  ბლოგერებზე შეაჩერა არჩევანი, რისთვისაც  დიდი მადლობა მათ:).

სანამ განძის საძიებლად წახვალ  ცოტა  ვიკიპედიასაც უნდა  გადახედო:), მეც  გადავხედე და  ვნახე, რომ  საუკუნეების  წინ  ქალაქ უფლისციხეს სტრატეგიული სამხედრო  მნიშვნელობა ჰქონდა, ომებისა და შემოსევების დროს კი მოსახლეობის ’’სახიზარი’’ ადგილი იყო. ეს იყო  კლდეში  ნაკვეთი ქალაქი,  დასახლება, სადაც  სხვადასხვა  ტომები  სახლდებოდნენ.დაახლოებით  ასე  გამოიყურებოდა ქალაქი თავისდროზე:

ეს კი ჩემი  გადაღებული ფოტოები:

ყველაფერი ძალიან  კარგად  იყო ორგანიზებული, ერთადერთი ცოტა გვიან მოგვიწია  ქალაქიდან  გასვლა, ისიც ჩვენი  მიზეზით, გვიან შევიკრიბეთ. განძის  მაძიებლები  დამეთანხმებიან,რომ   საკმაოდ  მხიარულად  ვიმგზავრეთ:)

ჩასვლისთანავე დაგვხვდნენ მობილიზებული საქართველოს  კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის  ეროვნული სააგენტო -ს  თანამშრომლები, რომლებმაც კიდევ ერთხელ  გაგვაცნეს თამაშის წესები.თამაში მთავარი პრინციპი  იყო,რომ მაქსიმალურად  მცირე დროში  გადაგელახა დავალებები.

წესები იყო შემდეგი:

მონაწილეობდა  6 გუნდი, თითოეულ გუნდში  იყო 2 ბიჭი და 1 გოგო. ამ შემთხვევაში მე ვიყავი  თემუჩინი და ცოტნე  -ს გუნდში. ბიჭები იწყებდნენ სირბილს უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალის სოფლის ნასახლარიდან ნაკრძალის გარე ტერიტორიამდე, საიდანაც აგრძელებდნენ ხტუნვას ტომრებით  ცისკარას კანიონის გადასხვევამდე.

შემდეგ დამხმარე  ბაგირის საშუალებით ძვრებოდნენ კანიონში,სადაც  უკვე ველოდებოდით ჩვენ, გოგოები.დაახლოებით  ასე მოიწევდნენ გამოქვაბულისკენ ქანცგაწყვეტილი ბიჭები,ჩვენ კი ასე ვამხნევებდით შორიდან:)

ამის შემდეგ  ვიწყებდით   გამოქვაბულის  ტერიტორიაზე  სხვადასხვა ადგილას  ჩამაგრებულ საქართველოს დროშების შეგროვებას  და მივრბოდით  ხიდისკენ, სადაც მაქსიმალურად  სწრაფად  უნდა  გავმძვრალიყავით თოკებისგან გაკეთებულ  ბადეში.

აქ უკვე  ესტაფეტას გადავცემდით მესამე  მონაწილეს,რომელსაც  საკმაოდ რთული მისია  ეკისრა, ხიდიდან  გარბოდა გამოქვაბულისკენ,სადაც პოულობდა  მინიშნებას, მის მიხედვით კი სკივრის გასაღებს, შემდეგ გვირაბით  ეშვებოდა  ნასოფლარის  ტერიტორიაზე და  ეძებდა საფლავის ქვას, რომლის  ქვეშაც მოთავსებული იყო  სკივრის გასაღები. ჩვენ კი უკან დავეშვით საწყისი წერტილისკენ:)

მესამე მონაწილე  გასაღების სანაცვლოდ  ორგანიზატორისგან იღებდა ველოსიპედს, რომლის მეშვეობითაც  მაქსიმალურად სწრაფად მიდიოდა  ფინიშთან სკივრის გასაღებად.

ამ რთულ  დავალებას წარმატებით  გაართვა თავი ჯესისშუბლაძის და  ტიმის  გუნდმა,  რასაც  მოჰყვა შამპანურების  ჩანჩქერი , წუწაობა და გამარჯვების  სიმბოლოსთან  ფოტო-პოზიორობა:)

თამაშის შემდეგ  დაღლილებმა, მშიერ-მწყურვალებმა  გადავინაცვლეთ წყლის  პირას , სადაც  დაგვხვდა გაშლილი სუფრა, ახალ დაჭერილი კეფალი, მწვადი და  სხვა გემრიელობები.დაახლოებით  ასე გამოიყურებოდა ჩვენი სუფრა 10 წუთის შემდეგ:)

მოკლედ  პირადად  მე ძალიან  მომეწონა უფლისციხეც,( სადაც   სამწუხაროდ  არ ვიყავი ნამყოფი) და  განძის ძიების  თავგადასავალიც, ასე რომ სულაც არ მინანია შაბათს  დილას 7 საათზე რომ  გამაღვიძა ცოტნემ🙂

ცეკვა  სიმღერით  ჩამოვედით  თბილისში და  after party გავაგრძელეთ beer fest ზე.

ბლოგერების შეხვედრა კახა ბენდუქიძესთან


არ მინდა  სათაურივით  ბანალურად  დავიწყო  წერა,რომ კახა  ბენდუქიძე  მსოფლიოში ყველაზე  ჭკვიანი და  საინტერესო  ადამიანია    ,რომ სულმოუთქმელად  ველოდი მასთან შეხვედრას და  ასე შემდეგ…  უბრალოდ იმით  დავიწყებ,რომ  ამ შეხვედრაზე  წასასვლელად ძალიან   მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა  გადავდე:)

კახა  ბენდუქიძის  ბლოგერებთან  შეხვედრა  განახლებულ  აგრარულ უნივერსიტეტში  გაიმართა და  შეიძლება  ითქვას,რომ  სხვაობა ძველსა და  ახალ  აგრარულს  შორის ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.  შედეგი იხ.ქვემოთ:

განახლებულ აგრარულში  სწავლა  ძალიან  კარგი  შანსია მათთვის,ვისაც  მართლა  უნდა ცოდნის შეძენა და   ცუდი შანსი  მათთვის,ვინც   მხოლოდ დიპლომის  ყიდვაზე ოცნებობს  .აქ ერთერთი ყველაზე  მიმზიდველი ფასია,რადგან უნივერსიტეტი  კეთილმოწყობილი და  აღჭურვილია,სწავლისადმი   მიდგომა შეცვლილია  და  სწავლის  ღირებულება  მხოლოდ  2450  ლარს შეადგენს.

სამწუხაროა  ის,რომ  გამოცდებისა და  სესიების  დროს აგრარულის ეზოში თქვენ   ვეღარ  იხილავთ  გოჭებითა და  ინდაურებით  გაძეძგილ  მანქანებს,რომლებიც რაოდენობის და  წონის მიხედვით,სხვადასხვა  ნიშნის მიღებას  ემსახურებოდა.

სამაგიეროდ  თქვენ  აქ იხილავთ  განახლებულ  ლაბორატორიებს,კარგად  აღჭურვილ   საგამოცდო  დარბაზს,სასიამოვნო და  მყუდრო ინტერიერს.(  p.s ეხლა  დაიწყებენ  ბენდუქიძემ მოისყიდა  ბლოგერებიო,შეუკვეთა  პოსტებიო და  ა.შ.  მსგვასი  შეკითხვის  ავტორებმა  დეტალური  ინფორმაციის  მისაღებად   მომმართეთ  ელ.ფოსტაზე tikogholadze@gmail.com )

რაც შეეხება ბატონ კახას,რაც  არ უნდა ბანალურად  ჟღერდეს  ნამდვილად  არის  საინტერესო მოსაუბრე    .ბევრ  საკითხზე  გვესაუბრა,თუმცა   ერთ-ერთი  მათგანი     კარგად დამამახსოვრდა ,შეიძლება  იმიტომაც,რომ  ბიზნეს  ფაკულტეტზე  ვსწავლობ:)

ბატონი  კახას  მოზარებაა, რომ ბიზნეს  ფაკულტეტზე უნდა  ისწავლონ  მხოლოდ   სფეციფიური უნარების მქონე ადამიანებმა,რომელთაც გააჩნიათ  მოლაპარაკებების,ვაჭრობის,შესყიდვების,  გაყიდვების თუ სხვა  გამორჩეული  უნარები  .თვლის,რომ მათემატიკურ  უნარებზე  მნიშვნელოვანი ესაა.

როგორც  გვითხრა ამ ბოლო  დროს  ფიზიკის  ფაკულტეტი  საკმაოდ  აქტუალური  გამხდარა.რატომაც  არა,პერსპექტივა  საკმაოდ  დიდია,გააკეთეთ  phd ფიზიკაში და  გზა ვოლ  სტრიტისკენ გაკვალული  გექნებათ.

თურმე  ფიზიკოსები  ბევრად მეტი  პოპულარობით  სარგებლობენ  საზღვარგარეთ ბიზნესში  ვიდრე   მათემატიკოსები,რადგან   მცირე   დროში რეალური  გადაწყვეტილებების მიღებას  არიან მიჩვეულნი,მათემატიკოსები  კი ხშირ   შემთხვევაში  უფრო შორეულ  პერსპექტივებს ანიჭებენ  უპირატესობას .

როდესაც ვკითხეთ  როგორ  ადამიანებს  ურჩევთ  ბიზნეს  ფაკულტეტზე  ჩაბარებასო, მაგალითად   მისი   დისშვილიშვილი  მოიყვანა ,რომელიც  თურმე  უკვე სრულად  განკარგავს და  გეგმავს  ოჯახის  ბიუჯეტს და არის  ოჯახის  ოფიციალური  წარმომადგენელი  ყიდვა  გაყიდვისა თუ  მოლაპარაკებების  სფეროში:) მხოლოდ  ასეთი  ადამიანებისთვის  აქვს  აზრი  უნარებს  დაამატონ  ბიზნეს  განათლებაო და სრულიად  ვეთანხმები.  მეც  ვფიქრობ,რომ  შესაძლებელია უნარების დახვეწა და  განვითარება და  არა  სრულად  შეძენა.

კრეატივი გადაგვარჩენს,ანუ კრეატიული რეკლამა:)


კრეატივი  ლათინური  სიტყვაა  და  ქართულად   ’’ავეჯის  გადაზიდვის  სერვისის , 25-60-60’’  ის  რეკლამას  ნიშნავს..

დარწმუნებული ვარ  დღემდე  ყველას   კარგად  გახსოვთ  ეს  უნებლიე  კრეატივი,რომლის  წყალობითაც  აღნიშნულ კომპანიას   უკვე  თამამად შეიძლება ვუწოდოთ  ბრენდი 🙂

მემგონი ზემო  აღნიშნული ნათლად  ასახავს  კრეატიული  რეკლამის  გავლენას   კომპანიის  და  მისი     პროდუქტების  ცნობადობის ,პოპულარიზაციის  თუ  ბრენდად  ჩამოყალიბების  პროცესზე.

წარმოგიდგენთ  რამოდენიმე  ნაცნობ-უცნობ  რეკლამას,რომლებიც  ამ ეტაპზე ჩავთვალე  თქვენი  ყურადღების  ღირსად 🙂

ყველასთვის  კარგად  ნაცნობი საქართველოს  ბანკის I   საახალწლო  რეკლამა,  რომლის ძირითადი იდეაც  არის ის,რომ  საქართველოს  ბანკი    TBC ბანკს ტ%&-ს:)

ადიდასის  რეკლამა  –   დაგეხმარებათ  მარტივად   დაიმახსოვროთ  ადიდასის  ლოგო:)

ცნობილი AXE  Effect,რომელსაც მემგონი  ყველაზე  მეტი რეკლამა  აქვს  გადაღებული:)  რეკლამის გვასწავლის იმას,თუ როგორ  უნდა მოვხიბლოთ  წამებში    საწინააღმდეგო  სქესი ,ისე  რომ ჰამბურგერში  კეჩუპით  ჩაგვიწეროს  ტელეფონის ნომერი:D

და  ბოლოს  ლუდი Amstel ის  რეკლამა,რომელიც კიდევ  ერთხელ  ნათლად  წარმოაჩენს,რომ  კაცებს უპრობლემოდ  შეუძლიათ  ჩაგვაშხამონ ყველაზე  რომანტიული  წუთები  ერთი  ბოთლი   ლუდის  გამო:)

ტვალეტის ქაღალდებში გახვეული ბლოგერები:)


პრაიმ  ტაიმს და  ჟურნალ თბილისელებს თუ აქვთ უფლება,სკანდალური სათაურები  გამოიყენონ,მკითხველის  ყურადღების მისაპყრობად,ერთხელ მეც  მივინიჭებ ამ უფლებას  :):)

ყველაფერი  კი ასე  დაიწყო:)

წელიწადში  რამოდენიმეჯერ  ქართული  ბლოგინგის  სამყარო  ერთიანია:) ძალიან მიყვარს ხოლმე  ეს შეკრებები,ერთ-ერთი ასეთი   მაშტაბური  ’’ერთიანობა’’  ქართული  ბლოგინგის  დღეებზე  შედგა:).  მას  შემდეგ  ბევრი   კარგი ნაცნობი და რამოდენიმე  მეგობარი  შევიძინე,რომლებსაც  სისტემატიურად  ვნახულობ   მკაცრად  დაწესებულ ყოველთვიურ  შეკრებებზე:)

ეხლა  თანმიმდევრულად  მივყვები  ქრონოლოგიას:)

სოციალური  კვლევების და  განვითარების ფონდმა გამოაცხადა  კონკურსი ’’ბლოგერების ბოულინგის ჩემპიონატისთვის’’.აპლიკაციის ერთერთი  პუნქტი  მოითხოვდა კრეატივის  გამოვლენას,ანუ  უნდა  დაგეწერა  ,რატომ უნდა  გაეკეთებინათ  არჩევანი შენზე. მე  აი  ასე  მარტივად  და  კრეატიულად  ვუპასუხე,რომ  ბოულინგის  თამაში  არ ვიცი და  ჩემი თამაში  მაყურებლის ღიმილს  გამოიწვევდა  :):)  ნუ სხვა  რაღაცაც  დავწერე,რაც  თქვენ  ნაკლებად დაგაინტერესებთ.

მოკლედ რა მნიშვნელობა  აქვს,მთავარია,რომ  რამოდენიმე  დღის  შემდეგ ჩემს  ტელეფონზე   მარი  მელქაძის  ნომერი  დავინახე  და  მივხვდი,რომ ბლოგერების  ბოულინგის ჩემპიონატში ვმონაწილეობდი.

დათქმულ დროს(  ნუ ცოტა  დაგვიანებით:))  გამოვცხადდი ბოულინგ  ცენტრალში  .

ისე  აგიხდათ  ყველაფერი  კარგი,როგორც  მარი მელქაძეს  აუხდა, რომ  მოთამაშეებს  გავაღიმებდი  ჩემი  თამაშის  უცოდინრობით:)

მოკლედ დამაგვიანდა  ,  ოპერატორს ეკრანზე   შეჰყავდა  იმ  მოთამაშეების  სახელები,რომლებიც  ერთ  გუნდში  თამაშობდნენ,ამ შემთხვევაში გუნდი 10:).მე ჩემი  გუნდის  ნომრით  დაგვიანებით  მივიჭერი 10  გუნდში:) რამოდენიმე  წუთი  პატიოსნად  ველოდე  ჩემი სროლის  რიგს,თუმცა რომ აღარ და  აღარ მოვიდა  ჩემი რიგი,ეხლა მე  ვისვრი  მეთქი  გამოვაცხადე და  ვისროე,მაგრამ   ნეტავი  საერთოდ  არ  მესროლა:)  ბიჭებს  არაფერი  არ უთქვიათ,მაგრამ  გაოგნებულები გაჩერდნენ,ეს  რაებს  სჩადისო:):)  შემდეგ  კი  რიგის  მოლოდინით  დაღლილმა შევთავაზე რიგითობა  დაგვეწესებინა  ბურთის  სროლაზე , რის შედეგადაც  ზემოთ  ამახედეს და  ეკრანზე  განთავსებულ მოთამაშეთა  სახელებზე მიმითითეს:):),რომელშიც არ ვიყავი  დაგვიანების და გამო:):)

საბოლოო  ჯამში ძალიან კმაყოფილები  დავრჩით  ყველა,ჯერ  ბოულინგი  ვითამაშეთ,რომელშიც თავისთავად ბოლო ადგილი ავიღე:),მერე  ბილიარდი.ამას  მოჰყვა  ფურშეტი,დაჯილდოება და   თამაშები,რომლის  ვიდეოც გადავიღე და  ექსკლუზივად  შემოვინახე:)

 

 

 

უთხარით ”არა” ძალადობას!


იცით, რომ 31 ოქტომბერს ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებთა რაოდენობამ  7 000 000 000-ს მიაღწია?:)

ეს ნიშნავს, რომ ყოველ დღე მსოფლიოში 400 000 -ზე მეტი ბავშვი იბადება, მაგრამ მათი 30%  HIV-დადებითია, ყოველი მესამე კი ოჯახური ძალადობის ფონზე იზრდება.

ცოტა ხნის წინ გავიარეთ ტრენინგი (GYDEA-ს ორგანიზებით) და უნდა ვაღიარო, რომ პირველად ამის მერე დავფიქრდი პრობლემებზე, ჩვენს ირგვლივ რომ არსებობს, თან ისე მყარად, რომ ხშირად დოგმად აღიქმება და შესაბამის რეაგირებასაც არ იწვევს.

 

ალბათ უკვე იცით პროექტის ”სპილო ოთახში” შესახებ, კონკურსი 1-დან (შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე)  10 დეკემბრამდე (ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე) გრძელდება და მთავარი მიზანი სწორედ ამ პრობლემების წარმოჩენას, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და გამოსავლის გზების მოძიებას გულისხმობს. ამ 10 დღის განმავლობაში 10 ჯგუფი წარმოადგენს მაქსიმალურად კრეატიულ და ინტერაქტიულ აქციას სხვადასხვა თემაზე ფოტორეპორტაჟთან და სტატიასთან ერთად.

პროექტის ორგანიზატორები  გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN), ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაცია (GYDEA) და კავკასიის სოციალური მარკეტინგის ასოციაცია (CSMA) არიან.

კონკურსის პრეზენტაციაზე დიდხანს მსჯელობდნენ მსოფლიოში მისი ანალოგი არსებობს თუ არა; არ ვაპირებ ინფორმაციული ზეწოლის ქვეშ მოგაქციოთ:) მაგრამ ინტერნეტსივრცეში არსებულ მასალებს თუ დავეყრდნობით, პროექტი მართლა უნიკალურია, 1 დეკემბერს ”მეგობარი” გუნდის აქციაზე დასწრების მერე კი მივხვდი, ინფორმაციულად ”ბრმა” ადამიანების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ უნიკალურობასთან ერთად, ის ძალიან საჭირო და დროულიცაა.

მოკლედ, ჩვენს ჯგუფს მუშაობა გენდერული ძალადობის თემაზე მოუხდა; როგორც კი ვიწყებ ამაზე ლაპარაკს, მაშინვე საწინააღმდეგო სქესის პროტესტი ჩნდება ხოლმე – ”სად ნახეთ დაჩაგრული ქალები?”, ”თუ ვინმე მოძალადეა, თქვენ მაინც ვერ შეცვლით” – და მსგავსი შინაარსის ტექსტებით, რაც ჩემთვის კიდევ უფრო წევს (რა თქმა უნდა მაღლა:) პროექტის ღირებულებას და მარწმუნებს, რომ იმდენად ყოველდღიური გახდა კონკრეტული ფაქტები, გენდერულ ჩაგვრად აღარც ვთვლით და  პროტესტის გრძნობაც ზედმეტად მიგვაჩნია.

ბევრს აღარ დავწერ ჩვენს თემაზე, ყველაფერს ისედაც ხვალ აქციაზე, პროექტის ბოლოს კი – გამოფენაზე ნახავთ:) გუშინ წარმოდგენის დეტალებზე საბოლოოდ შევთანხმდით და დღეს ფოტორეპორტაჟზე მუშაობაც დავამთავრეთ. პროექტის ბოლოს აუცილებლად დავწერ როგორ ჩაივლის კონკურსი, ყოველ შემთხევაში გამარჯვებულისთვის დაწესებული ნეთბუქი, i-pod და  დანარჩენი ჯგუფების საკმაოდ მაღალი კონკურენტუნარიანობა მოტივაციის მიზეზს ნამდვილად გვაძლევს:) აი ჩვენი ფოტოსესიის სურათებიც

%d bloggers like this: