Skip to content
January 15, 2012

კრეატივი გადაგვარჩენს,ანუ კრეატიული რეკლამა:)

კრეატივი  ლათინური  სიტყვაა  და  ქართულად   ’’ავეჯის  გადაზიდვის  სერვისის , 25-60-60’’  ის  რეკლამას  ნიშნავს..

დარწმუნებული ვარ  დღემდე  ყველას   კარგად  გახსოვთ  ეს  უნებლიე  კრეატივი,რომლის  წყალობითაც  აღნიშნულ კომპანიას   უკვე  თამამად შეიძლება ვუწოდოთ  ბრენდი :)

მემგონი ზემო  აღნიშნული ნათლად  ასახავს  კრეატიული  რეკლამის  გავლენას   კომპანიის  და  მისი     პროდუქტების  ცნობადობის ,პოპულარიზაციის  თუ  ბრენდად  ჩამოყალიბების  პროცესზე.

წარმოგიდგენთ  რამოდენიმე  ნაცნობ-უცნობ  რეკლამას,რომლებიც  ამ ეტაპზე ჩავთვალე  თქვენი  ყურადღების  ღირსად :)

ყველასთვის  კარგად  ნაცნობი საქართველოს  ბანკის I   საახალწლო  რეკლამა,  რომლის ძირითადი იდეაც  არის ის,რომ  საქართველოს  ბანკი    TBC ბანკს ტ%&-ს:)

ადიდასის  რეკლამა  -   დაგეხმარებათ  მარტივად   დაიმახსოვროთ  ადიდასის  ლოგო:)

ცნობილი AXE  Effect,რომელსაც მემგონი  ყველაზე  მეტი რეკლამა  აქვს  გადაღებული:)  რეკლამის გვასწავლის იმას,თუ როგორ  უნდა მოვხიბლოთ  წამებში    საწინააღმდეგო  სქესი ,ისე  რომ ჰამბურგერში  კეჩუპით  ჩაგვიწეროს  ტელეფონის ნომერი:D

და  ბოლოს  ლუდი Amstel ის  რეკლამა,რომელიც კიდევ  ერთხელ  ნათლად  წარმოაჩენს,რომ  კაცებს უპრობლემოდ  შეუძლიათ  ჩაგვაშხამონ ყველაზე  რომანტიული  წუთები  ერთი  ბოთლი   ლუდის  გამო:)

January 1, 2012

ტვალეტის ქაღალდებში გახვეული ბლოგერები:)

პრაიმ  ტაიმს და  ჟურნალ თბილისელებს თუ აქვთ უფლება,სკანდალური სათაურები  გამოიყენონ,მკითხველის  ყურადღების მისაპყრობად,ერთხელ მეც  მივინიჭებ ამ უფლებას  :):)

ყველაფერი  კი ასე  დაიწყო:)

წელიწადში  რამოდენიმეჯერ  ქართული  ბლოგინგის  სამყარო  ერთიანია:) ძალიან მიყვარს ხოლმე  ეს შეკრებები,ერთ-ერთი ასეთი   მაშტაბური  ’’ერთიანობა’’  ქართული  ბლოგინგის  დღეებზე  შედგა:).  მას  შემდეგ  ბევრი   კარგი ნაცნობი და რამოდენიმე  მეგობარი  შევიძინე,რომლებსაც  სისტემატიურად  ვნახულობ   მკაცრად  დაწესებულ ყოველთვიურ  შეკრებებზე:)

ეხლა  თანმიმდევრულად  მივყვები  ქრონოლოგიას:)

სოციალური  კვლევების და  განვითარების ფონდმა გამოაცხადა  კონკურსი ’’ბლოგერების ბოულინგის ჩემპიონატისთვის’’.აპლიკაციის ერთერთი  პუნქტი  მოითხოვდა კრეატივის  გამოვლენას,ანუ  უნდა  დაგეწერა  ,რატომ უნდა  გაეკეთებინათ  არჩევანი შენზე. მე  აი  ასე  მარტივად  და  კრეატიულად  ვუპასუხე,რომ  ბოულინგის  თამაში  არ ვიცი და  ჩემი თამაში  მაყურებლის ღიმილს  გამოიწვევდა  :):)  ნუ სხვა  რაღაცაც  დავწერე,რაც  თქვენ  ნაკლებად დაგაინტერესებთ.

მოკლედ რა მნიშვნელობა  აქვს,მთავარია,რომ  რამოდენიმე  დღის  შემდეგ ჩემს  ტელეფონზე   მარი  მელქაძის  ნომერი  დავინახე  და  მივხვდი,რომ ბლოგერების  ბოულინგის ჩემპიონატში ვმონაწილეობდი.

დათქმულ დროს(  ნუ ცოტა  დაგვიანებით:))  გამოვცხადდი ბოულინგ  ცენტრალში  .

ისე  აგიხდათ  ყველაფერი  კარგი,როგორც  მარი მელქაძეს  აუხდა, რომ  მოთამაშეებს  გავაღიმებდი  ჩემი  თამაშის  უცოდინრობით:)

მოკლედ დამაგვიანდა  ,  ოპერატორს ეკრანზე   შეჰყავდა  იმ  მოთამაშეების  სახელები,რომლებიც  ერთ  გუნდში  თამაშობდნენ,ამ შემთხვევაში გუნდი 10:).მე ჩემი  გუნდის  ნომრით  დაგვიანებით  მივიჭერი 10  გუნდში:) რამოდენიმე  წუთი  პატიოსნად  ველოდე  ჩემი სროლის  რიგს,თუმცა რომ აღარ და  აღარ მოვიდა  ჩემი რიგი,ეხლა მე  ვისვრი  მეთქი  გამოვაცხადე და  ვისროე,მაგრამ   ნეტავი  საერთოდ  არ  მესროლა:)  ბიჭებს  არაფერი  არ უთქვიათ,მაგრამ  გაოგნებულები გაჩერდნენ,ეს  რაებს  სჩადისო:):)  შემდეგ  კი  რიგის  მოლოდინით  დაღლილმა შევთავაზე რიგითობა  დაგვეწესებინა  ბურთის  სროლაზე , რის შედეგადაც  ზემოთ  ამახედეს და  ეკრანზე  განთავსებულ მოთამაშეთა  სახელებზე მიმითითეს:):),რომელშიც არ ვიყავი  დაგვიანების და გამო:):)

საბოლოო  ჯამში ძალიან კმაყოფილები  დავრჩით  ყველა,ჯერ  ბოულინგი  ვითამაშეთ,რომელშიც თავისთავად ბოლო ადგილი ავიღე:),მერე  ბილიარდი.ამას  მოჰყვა  ფურშეტი,დაჯილდოება და   თამაშები,რომლის  ვიდეოც გადავიღე და  ექსკლუზივად  შემოვინახე:)

 

 

 

December 3, 2011

უთხარით ”არა” ძალადობას!

იცით, რომ 31 ოქტომბერს ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებთა რაოდენობამ  7 000 000 000-ს მიაღწია?:)

ეს ნიშნავს, რომ ყოველ დღე მსოფლიოში 400 000 -ზე მეტი ბავშვი იბადება, მაგრამ მათი 30%  HIV-დადებითია, ყოველი მესამე კი ოჯახური ძალადობის ფონზე იზრდება.

ცოტა ხნის წინ გავიარეთ ტრენინგი (GYDEA-ს ორგანიზებით) და უნდა ვაღიარო, რომ პირველად ამის მერე დავფიქრდი პრობლემებზე, ჩვენს ირგვლივ რომ არსებობს, თან ისე მყარად, რომ ხშირად დოგმად აღიქმება და შესაბამის რეაგირებასაც არ იწვევს.

 

ალბათ უკვე იცით პროექტის ”სპილო ოთახში” შესახებ, კონკურსი 1-დან (შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე)  10 დეკემბრამდე (ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე) გრძელდება და მთავარი მიზანი სწორედ ამ პრობლემების წარმოჩენას, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და გამოსავლის გზების მოძიებას გულისხმობს. ამ 10 დღის განმავლობაში 10 ჯგუფი წარმოადგენს მაქსიმალურად კრეატიულ და ინტერაქტიულ აქციას სხვადასხვა თემაზე ფოტორეპორტაჟთან და სტატიასთან ერთად.

პროექტის ორგანიზატორები  გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN), ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაცია (GYDEA) და კავკასიის სოციალური მარკეტინგის ასოციაცია (CSMA) არიან.

კონკურსის პრეზენტაციაზე დიდხანს მსჯელობდნენ მსოფლიოში მისი ანალოგი არსებობს თუ არა; არ ვაპირებ ინფორმაციული ზეწოლის ქვეშ მოგაქციოთ:) მაგრამ ინტერნეტსივრცეში არსებულ მასალებს თუ დავეყრდნობით, პროექტი მართლა უნიკალურია, 1 დეკემბერს ”მეგობარი” გუნდის აქციაზე დასწრების მერე კი მივხვდი, ინფორმაციულად ”ბრმა” ადამიანების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ უნიკალურობასთან ერთად, ის ძალიან საჭირო და დროულიცაა.

მოკლედ, ჩვენს ჯგუფს მუშაობა გენდერული ძალადობის თემაზე მოუხდა; როგორც კი ვიწყებ ამაზე ლაპარაკს, მაშინვე საწინააღმდეგო სქესის პროტესტი ჩნდება ხოლმე – ”სად ნახეთ დაჩაგრული ქალები?”, ”თუ ვინმე მოძალადეა, თქვენ მაინც ვერ შეცვლით” – და მსგავსი შინაარსის ტექსტებით, რაც ჩემთვის კიდევ უფრო წევს (რა თქმა უნდა მაღლა:) პროექტის ღირებულებას და მარწმუნებს, რომ იმდენად ყოველდღიური გახდა კონკრეტული ფაქტები, გენდერულ ჩაგვრად აღარც ვთვლით და  პროტესტის გრძნობაც ზედმეტად მიგვაჩნია.

ბევრს აღარ დავწერ ჩვენს თემაზე, ყველაფერს ისედაც ხვალ აქციაზე, პროექტის ბოლოს კი – გამოფენაზე ნახავთ:) გუშინ წარმოდგენის დეტალებზე საბოლოოდ შევთანხმდით და დღეს ფოტორეპორტაჟზე მუშაობაც დავამთავრეთ. პროექტის ბოლოს აუცილებლად დავწერ როგორ ჩაივლის კონკურსი, ყოველ შემთხევაში გამარჯვებულისთვის დაწესებული ნეთბუქი, i-pod და  დანარჩენი ჯგუფების საკმაოდ მაღალი კონკურენტუნარიანობა მოტივაციის მიზეზს ნამდვილად გვაძლევს:) აი ჩვენი ფოტოსესიის სურათებიც

August 25, 2011

20 სიგიჟე რაც უნდა გააკეთო სანამ ცოცხალი ხარ:)

ამ პოსტის  ინსპირაცია გამოიწვია http://sheet.ge/ ზე გამოქვეყნებულმა  პოსტმა ”100  რამ, რაც უნდა  გააკეთო სიკვდილამდე”.რატომღაც უეცრად  მეც მომინდა  დამეწერა სულ მცირე  20  სიგიჟე ,რასაც თუ არ განვახორციელებდი, გავიფიქრებდი  მაინც:) ეჭვი მაქვს, ამ  სურვილების  ასრულებამდე,საკმაოდ  დიდ  ხანს მომიწევს  ცხოვრება:)That’s  great:)

სმაილს  წინასწარ დავწერ და  ყველა ჩამონათვალთან იგულისხმეთ,აი სმაილიც:)

მოკლედ  იხილეთ 20  რამ,რის  გაკეთებასაც  ვისურვებდი  სიკვდილამდე: 

1.  ეიფელიდან  გადმოვხტე პარაშუტით

2. გავაკეთო 100 აზიდვა ცალი ხელით

3.დავწერო რომანი ”როგორ დავიკიდოთ  ბიჭი 7 დღეში”

4.ჩავყვინთო აკვალანგით

5.ავძვრე პირამიდაზე

6.შევჭამო  კენგურუს  ხორცის მწვადი

7.ვიცურაო ვეშაპთან ერთად

8.მონაწილეობა მივიღო  ბრაზილიურ კარნავალში

9.მოვწიო  სიგარა კუბაში

10. ვიცეკვო  ტანგო არგენტინაში

11. ავძვრე ანთებულ  ვულკანზე

12. სერენდა  უმღერო  შეყვარებულს ელექტრო და  დასარტყამი  ინსტრუმენტებით და თავი ვაგინებინო მის მეზობლებს :)

13.საჩუქრად მივიღო 1000  ვარდი

14.საჰარაში ვისერნო  აქლემით

15.წავიდე  სანადიროდ აფრიკაში

16. გადავკვეთო საზღვარი  ველოსიპედით

17.მონაწილეობა მივიღო flash-mob ში

18.მოვყვე ჩემი  წარუმატებელი სასიყვარული  ისტორიები მაია ასათიანის ”პროფილში”

19.ვიფრინო  100 000$ იანი ბიზნეს  კლასით

20.ვისეირნო წყლის  ველოსიპედით  კარიბის ზღვაში

და თქვენ რის  გაკეთებას  ისურვებდით:)

ვთაგავ  knuti ს და gabo

July 31, 2011

Why Boombully Beach Hostel Batumi?

მზე,ზღვა და არჩევანი..სად  და  როგორ  დავისვენო? მემგონი  ეს კითხვა ჩემს გარდა როგორც  მინიმუმ მთელ თბილისს  უნდა  აწუხებდეს.მიუხედავად იმისა,რომ შვებულება  არ მეკუთვნის,აგვისტოს  ცხელ  weekend ბს სიამოვნებით  დავგეგმავდი ზღვისპირეთში.

ეხლა მეორე  საკითხი სად დავისვენო? იხილეთ ჩემი  მსჯელობა:)

სულ  ახლახანს  აღმოვაჩინე  ახალი მშვენიერი ალტერნატივა ბათუმში დასვენების,Boombully beach hostel

http://www.facebook.com/boombullybeach

ეხლავე ვიტყვი რატომ შევაჩერე  არჩევანი  ბუმბული ჰოსტელზე და საერთოდაც  ჰოსტელზე

1.დავიწყებ პრიორიტეტებით ,ესეიგი: იაფია სასტუმროსთან შედსარებით ,ერთი ღამე ჯდება   35 ლარი ,აღჭურვილია უფასო   wi-fi ინტერნეტით   ნაქირავები ბინისგან განსხვავებითJ და   არის  ზღვასთან  ძალიან ახლოს,ზუსტად შერატონის  წინ

2. როგორც  გავიგე ამ ჰოსტელში მუდმივად ისვენებენ უცხოელი ტურისტები,ეს ძალიან კარგი საშუალებაა ახალი მეგობრების შესაძენად და  დროის  მხიარულად გასატარებლად.

მაგ:ბუმბულის  უცხოელ  ტურისტებს   დავათვალიერებინებ ბათუმს,გავასინჯებ აჭარულ ხაჭაპურს,ხინკალს და ქოთნის  ლობიოს მაზიანზე  ვათამაშებ ჯოკერს და  გაცურობანას და წაგებულს შევაწვევინებ  მწვადებს  ბარბიუქუსთვის:)

3.რაც შეეხება კომფორტს  ,ჰოსტელში  დაბინავება მოსახერხებელია  ყველა ტიპის ადამიანისთვის,როგორც კომფორტის  ასევე თავგადასავლების მოყვარეებისთვის.

ვისაც ურჩევნია private  room,ბუმბულში ამის შესაძლებლობაც არის,ეს  მხოლოდ თქვენს  არჩევანზეა,თუმცა დორმში ცხოვრებაზე  უარის თქმით,ბევრ მხიარულ თავგადასავალს და  პრიკოლს  ’’გამაზავთ’’:)

4. სასტუმროში თქვენ არ გექნებათ  იმის  საშუალება,ქართველ და  უცხოელ მეგობრებს კვერცხი  ჩაუსხათ ფეხსაცმელში ან ძაფის გორგალი გამოქაჩოთ მათი ლოგინიდან, და თუკი თქვენ მსგავსი ხუმრობები არ გიზიდავთ , შეგიძლიათ  ჰოსტელის dorm დან გადაინაცვლოთ  private  room ში:)

5. სულაც  არ  არის აუცილებელი  ძვირადღირებულ  სასტუმროში დაისვენო ,ბოლოსდაბოლოს ზღვაზე  ხარ,ჟურნალ  გაზეთების  საკითხავად  ხომ არ  გინდა ბათუმი?პირადად მე მაინც  დილიდან  საღამომდე  გასული  ვარ,დილას  პლაჟზე,შემდეგ  გარეთ  ვსაუზმობ,საღამოს 5 დან ისევ პლაჟი და მზის ჩასვლა ,შემდეგ კი  კლუბები  გვიანობამდე,ამიტომ  ნაკლებ საჭიროდ  ვთვლი დიდი  თანხის  გამოყოფას ბიუჯეტიდან  სასტუმროსთვის:),მით უფრო როდესაც მიყვარს ახალი მეგობრების შეძენა ,ხალხმრავლობა და პრიკოლების მთავარ გმირად ყოფნა:):)

6. რატომ  ვფიქრობ  რომ  ჰოსტელი  ბევრად ჯობია ბინის ქირაობას?ბინის  ქირაობის-მოსალოდნელი შედეგი შეიძლება იყოს ის,რომ  არ გაქვს wifi,ან უკეთესი :) მასპინძელი  გასაღებს  ვერ ან არ გაძლევს:) და   შესაბამისად  არაკომფორტულად მოძრაობ

7. კიდევ ერთი  პრიორიტეტი-  არავისთან არ  გიტყდება  და  გეუხერხულება  გვიან  დაბრუნება,ნაქირავები და ნათესავის ბინისგან განსხვავებით:)

8. ეს არის  ადგილი  სადაც არაჩვეულებრივად  დაისვენებ და  გაერთობი  მაშინაც კი  თუ მარტო ხარ და  მეგობრების გარეშე

9.თუ  გარეთ  გასვლა გეზარება,საღამოს  ქართველ და უცხოელ dorm ბთან და  არა dorm ბთან ერთად შეიძლება ივენთის მოწყობა,ბარბიქიუ,სასიამოვნო მუსიკა,ბარში დალევა,კარაოკე,ცეკვის კონკურსი:)

10.და  ბოლოს  რატომ უნდა დაისვენოთ  ბათუმის boombully beach hostel ში?

თქვენს გემოზე  დაისვენებთ,კარგად  გაერთობით ,ფულს  დაზოგავთ,ზღვასთან ახლოს -შერატონის  წინ იცხოვრებთ,ბევრ ქართველ და  უცხოელ მეგობარს შეიძენთ და  რაც  მთავარია  ძალიან  მაგარი მასპინძლები  გეყოლებათ:)

June 26, 2011

საქველმოქმედო აქცია ’’გახდი ქველმოქმედი’’

ეს  აქცია  სამედიცინო  უნივერსიტეტის, კერზოდ კი ჩემი დის  სოფოს   ორგანიზებით  ეწყობა:) იმდენი იწვალა და  ირბინა პარტნიორებთან და  სპოსნორებთან,  გაოგნებული ვიყავი  ამ ენთუზიაზმით.

ეს აქცია  რამდენიმე  ნაწილიანია

ხვალ  7  საათზე   ბეთლემის  45  ნომერში  Art-cafe 11, შარდენთან სოფელ გრემის  უპატრონო ბავშვთა სახლის  აღსაზრდელების მიერ  დამზადებული ხელნაკეთი  ნივთების გამოფენა  გაყიდვა  მოეწყობა.უთხარით  ყველას  და  მოდით,თუ არაფერს  შეიძენთ ცოტას განიტვირთებით  მაინც:)

სანამ  გამოფენა-გაყიდვა მოეწყობოდა ჩასულები იყვნენ   გრემში უნივერსიტეტის  თეატრალურ  დასთან ერთად .   უნივერსიტეტში 1 კვირით  ადრე  ტანსაცმელი და საკვები  პროდუქტები შეაგროვეს  და  ბავშვებს  ’’დიოგენეს’’  მიერ გამოყოფილი  წიგნებთან ერთად  ჩაუტანეს .

ძალიან დიდი მადლობა ყველას  ვინც  არ  დაიზარა  ბავშვების  დახმარება.ჟურნალებს, გაზეთებს,  კამპას  ,რომელაც  40 ლიტრი  წვენი გამოყო  ბავშვებისთვის,დიოგენეს, ბარამბოს,  ესტეთიკ სერვისს, რომელიც  ფულით  ეხმარება.რავიცი  ,როგორც ჩანს  ბევრი  კეთილი ადამიანი არსებობს ამ ქვეყნად:)

მოკლედ  ვისაც  გინდათ კეთილი საქმის კეთება,განტვირთვა და  სასიამოვნო  გარემო,ხვალ ყველას  გელოდებით  საღამოს  7 ზე   Art-Cafe 11 ში:)

 

June 26, 2011

Georgian Blogging Days,დღე III

კვარიათში  ყოფნის  მესამე  დღე    მთიან აჭარაში ისეთი  მაგარი და  დაუვიწყარი  იყო,რომ  შესაძლებლობა  რომ მქონოდა  მინიმუმ  რამდენიმე დღე  მაინც დავრჩებოდი. მასპინძლებს ვუთხარი  კიდეც  ძალიან მომწონს  თქვენთან  დამიტოვეთ  მეთქი,  მაგრამ უშედეგოდ:):)

მოკლედ  თავიდან რომ დავიწყო, დილიდანვე  წავედით  მაღამმთიანი აჭარის  ერთერთ  სოფელში სახელად  ’’ პირველი მაისი’’  ერთერთ  მოსახლესთან.  ნუ  რა  შთაბეჭდილებებით  დავბრუნდი იქიდან ამას  ზუსტად ვერ  გადმოვცემ  ,მაგრამ  შევეცდები  ფოტოებით და  ვიდეობით მაინც შეგიქმნათ  წარმოდგენა ამ  ადგილზე

აი  ეს არის მოსახლის  ბინა, რომელსაც ვესტუმრეთ 40  დიოდე  კაცი:)

შევედით  თუ არა  ეზოში,  მარნის  კართან  დაგვხვდნენ ჩოხებში გამოწყობილი მამაკაცები,რომლებმაც მარანში მრავაჟამიერით  შეგვაცილეს.

ვენახები სახლის ეზოში, სადაც  რამოდენიმე  ჯიშის  ვაზია  გაშენებული, მათ შორის ჩხავერი და   ცოლიკაური.ნუ  ამ ღვინოს  რა შედეგი მოყვა ამას ცოტა  მოგვიანებით  დავწერ:)

ეს  არის  ხედი  აივნიდან

აი ასე შეგვიძღვნენ მარანში, სადაც   უგემრიელესი  სუფრა იყო გაშლილი.ყველაზე  საინტერესო ის არის,რომ ყველაფერი  აბსოლუტურად ნატურალური  იყო, თევზიც,შემწვარი წიწილები, ამ მარანშივე  დაწურული ჭვინო,რძის ნაწარმი, ხორცი.ცეკვა და  სიმღერა  უკვე მარანში გავაგრძელეთ:)

ეს მარანი

სანამ  განსხვავებულებზე გადავიდოდით   :)

ამ ყანწს  შემდგომში  მეც  ვცლი:)

ჩვენი მასპინძელი  ყანწით:)

მე და  ჯესი  ერთმანეთს  ვამხნევებდით  ყანწის დალევისას, ვიდეოში ისმის  როგორი თავგამოდებით  ცდილობენ  ბავშვები  ჩემს  გამხნევებას,თუმცა  მაინც გამიჭირდა:) უნდა ვაღიარო რომ  ’’მალალიტრშკა’’ ვარ:)

აი ამ  სიმღერაზე  მბურძგლავს,  მით  უფრო  როცა ერთი  ყანწი მქონდა  გამოცლილი:)’’ჩემო    კარგო  ქვეყანა’’  აჭარელი  ჩოხოსნების  შესრულებით:)

ჩემი  გოგოშკები და  სანდრო:)

ჩვენი მარი და  ჯესი:)შუაში მე

ყანწს  როგორც  ყოველთვის ცეკვა და  სიმღერა  მოსდევს.ყველა თავისთვის ერთობა,ვიდეოს ბოლოში მეც  ვცდილობ  წაცეკვებას.დანარჩენი ვიდეობი  სამწუხაროდ  არ მაქვს , სადაც მე ჯესი  აჭარულის სოლოს  ვცეკვავთ  :):)

რა  კარგი სიმთვრალე  ჰქონია ნატურალ ღვინოს:)არც არავის  უჩხუბია,არც  არავინ გამხდარა  გამხდარა  ცუდათ.აი ასე პატიოსნად  ვიდექით  ეზოში და ფოტოებს  ვიღებდით  აღფრთოვანებულები:)

ლანდიშა და ლიტერატორი:)

ჩემი  გაბო და დავით-მიხეილი:)

ეკა და  სხვები და გიორგი:)

კნუტიკა და ნათია:)

როგორც  გავარკვიე ამ  პატარა სტუმართმოყვარე  სახლში ტურისტებსაც  ღებულობენ და ასე უმასპინძლდებიან.აჭარაში  რომ მოვხვდები ძალიან შევეცდები  ჩემი მეგობრები  წავიყვანო  და  ვაჩვენო ეს  ადგილი. თუ ვინმესთვის  პატივისცემა  გინდა,აუცილებლად უნდა მიიყვანო  ამ  სოფელში. სამწუხაროდ  მათი ბროშურა დავკარგე და როგორც  ნომერს  მოვიძიებ დავდებ:)

მაღალმთიანი აჭარიდან ისევ ჩვენს ნეპტუნში  დავბრუნდით,ჩავლაგდით  და თბილისისკენ დავიძარით. მართალია მეწყერის და  ავტობუსის  გაფუჭების  გამო გზაში  ძალიან დიდ  ხანს მოგვიწია  ყოფნა და  თბილისში  დილის  7 საათზე  დავბრუნდით, მაგრამ  ამან მაინც ვერ გაგვიფუჭა  შთაბეჭდილებები:)

June 25, 2011

Georgian Blogging Days დღე II

ბლოგერების კვარიათში  ყოფნის მეორე  დღე ჩვენი პროექტების  პრეზენტაციებით  დაიწყო.მეტნაკლებად  საინტერესო  პროექტი  ჰქონდა    ყველას.  პროექტებს   სოციალური მედიის  ექსპერტები აფასებდნენ, აკრიტიკებდნენ და  სხვათაშორის  საინტერესეო რჩევებსაც  გვაძლევდნენ. ჟიურიში   იყვნენ  დავით  ბირმანი,გიგა პაჩო და ეკატერინე  ონიანი.  ბლოგინგის  დღეების გასაშუქებლად  გვესტუმრნენ  ტელევიზიებიც,  აჭარის  TV  და  იმედი.პრეზენტაციების  დასრულების შემდეგ კი  სიგელების გადმოცემის  პატარა ცერემონიალი  ჩავატარეთ:)

შემდეგ  ყველანი  წავედით  ბათუმში  იუსტიციის  ახალი სახლის  სანახავად .მართლა  ძალიან მაგრად  არის გაკეთებული  ყველაფერი, მაგრამ გარდა ამისა ძალიან გამარტივებულია მომხმარებლისთვის პროცედურები.როგორც  მარკეტინგის  მენეჯერმა  ნინო ჩიჩუამ  აგვიხსნა  კომპანიის  რეგისტრაცია  მხოლოდ  15 წუთშია  შესაძლებელი.

აქ   ერთად  არის  განთავსებული

სამოქალაქო  რეესტრის სააგენტო

საჯარო რეესტრი

ეროვნული არქივი

აღსრულების ეროვნული ბიურო

ნოტარიუსთა  პალატა

საკანონმდებლო მაცნე

ბირმანი ათვალიერებს ბუკლეტებს  იუსტიციის  სახლში:)

ხო  კიდევ  საინტერესო გავარკვიე ის,რომ   ელექტრონული  პირადობის მოწმობები,რომელზეც  1 ივლისდან  გადავდივართ   30 ლარი  ეღირება  10 სამუშაო დღეში,60 ლარი 1 სამუშაო დღეში. პირადობის  შეცვლა ჯერჯერობით  სავალდებული არ არის.უბრალოდ  ბენეფიტი  აქვს ის,რომ  თურქეთში უპრებლემოდ შეძლებთ  ამ მოწმობით  გადასვლას და  90  დღე  გაჩერებას:)

ანალოგიური  იუსტიციის  სახლი,სადაც  ყველაფერი  ერთ  სივრცეში იქნება  თბილისში  2012  წლის სექტმბერში გაიხსნება , სავარაუდოდ  კორტების მიმდებარე  ტერიტორიაზე.

მოკლედ  ეს  ინფორმაციები რომ მივიღეთ  მიუხედავად იმისა,რომ წვიმდა აგვიყვანეს 16 სართულზე,  ვერანდაზე,საიდანაც  ულამაზესი  ხედი ჩანდა,შემდეგ კი შამპანურებითა და  ალაფურშეტით  გაგვიმასპინძლდნენ:)  ძალიან ,ძალიან კმაყოფილები  წამოვედით  ყველანი

იუსტიციის  სახლიდან გავიარეთ  პიაცაზე და  ბევრი  ვიცეკვეთ  , ვიმღერეთ და  ვირბინეთ  წვიმაში:)  ნუ  ეხლა  სიმართლე  რომ ითქვას ყველაზე მეტი  ზურიუსმა  უსტვინ-იმღერა, მაგრამ  მაინც:)

ძალიან დამწყდა  გული,რომ  ფოტო აპარატი  ზუსტად  იუსტიციის  სახლში დამიჯდა, ვერც იქ გადავიღე  ფოტოები და  ვერც  პიაცაზე ჩვენი  სიგიჟეების:)

პიაცადან  წავედით  ბათუმის ძველ ბულვარში ახალგზახსნილ კლუბ ’’მისონში’’,ცოტა დავლიეთ, ვიცეკვეთ და ჩვენს  ნეპტუნს კმაყოფილები  დავუბრუნდით:)

June 25, 2011

Georgian Blogging Days დღე I

როგორ  უნდა დავიწყო  არ ვიცი, იმიტომ ,რომ მგონი   სიტყვები  არ  მეყოფა  იმის  გამოსახატად როგორი  აღფრთოვანებული ვარ ამ მოგზაურობით:) . ისეთი  საგიჟეთი  ხდება ჩემს თავს ბოლო 10 დღეა ძლივს მოვიცალე   იმისათვის,რომ დავჯდე და  ჩამოვაყალიბო  ყველაფერი  რა როგორ იყო.

ყველაფერი  იმით  დაიწყო,რომ ამ კონკურსის  შესახებ  გავიგე, პატარა  პროექტი დავწერე და  გავაგზავნე.  გამომდინარე იქიდან ,რომ არცთუ  დიდი ხნის  ბლოგერი ვარ  ,დიდი  იმედი არ მქონდა  ,რომ გამარჯვებულებს შორის მოვხვდებოდი.ორგანიზატორმა მარი მელქაძემ რომ დამირეკა და მითხრა ,პარასკევს  დილას  გავდივართო ,ისე გამეხარდა დავდიოდი და  სამსახურში   ყველას  სათითაოდ  ვუყვებოდი კვარიათის 3 დღის  გრაფიკს:)

მოკლედ 17  ივნისს   დილას  გავემგზავრეთ. გარდა იმისა,რომ  კარგად  დავისვენეთ ,ძალიან ბევრი ახალი ნაცნობი და მეგობარი  შევიძინე.

ღონისძიების  ორგანიზატორი იყო  ’’სოციალური  მედიის  განვითარების  ფონდი’’.ყველაფერი მართლა არაჩვეულებრივად იყო დაგეგმილი და  ორგანიზებული.

5-ის  ნახევარზე უკვე კვარიათში  სასტუმრო ’’ნეპტუნში’’ ვიყავით.ესეც ჩვენი სასტუმრო

ზღვის  ხედი ჩვენი სასტუმროდან:)

სადილის შემდეგ საკონფერენციო  დარბაზში შევიკრიბეთ და ერთმანეთი და  ერთმანეთის ბლოგები  გავიცანით:).შემდეგ კი  სარფის  საბაჟოზე  წავედით  დასათვალიერებლად. ბლოგერებს  გვერგო  პატივი ნეიტრალურ  ზონაში  გადავსულიყავით და დაგვეთვალიერებინა იქაურობა:)

ესეც  სარფის  საბაჟო

სარფის  საბაჟოს  წარმომადგენელი  შეკითხვებზე  გვპასუხობს:)

ეს  გზაში  გოგოები  პიკო და ანინა:)

სანი და  კნუტიკა:)

ჯესი და პაწუ:)

სარფის  საბაჟოზე  წასვლამდე ბავშვები ზღვაში ჩახტნენ,პრინციპში  რა  გული  მოითმენდა ,როცა სასტუმროს წინ პირდაპირ ზღვის  სანაპირო იყო.მე გაციებული  ვიყავი და  ვერ  ვიბანავე, მეორე და მესამე დღეს კი  წვიმები  დაემთხვა და სხვებმაც ჩემი ბედი გაიზიარეს:)

მოკლედ  სარფის  საბაჟოდან დაბრუნებულებმა   საღამო ასე გავაგრძელეთ:)

შემდეგ კი  ჩვენ ჩვენს  ნომრებს  დავუბრუნდით

ესეც ჩემი ნომერი:)

June 11, 2011

მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული fashion ბრენდი , Gucci

ქალებს  მოგვწონს ძვირადღირებული, ლამაზი  ნივთები.მიუხედავად  იმისა გვაქვს  თუ არა ფული, მუდმივად  ვათვალიერებთ  მაღაზიებს, ინტერნეტ გვერდებს და  ველოდებით სასურველი ნივთის შეძენას:). თუმცა ზოგჯერ შეიძლება არც ვიცოდეთ ამ ბრენდის განვითარების ,წარმოშობის ისტორია.

მოკლედ  მინდა მოგიყვეთ მსოფლიოს   ერთერთ  ყველაზე  ძვირადღირებულ  fashion ბრენდზე , Gucci

1.Gucci-ყველასთვის ნაცნობი  იტალიური ბრენდია. დააფუძნა  იტალიელმა  დიზაინერმა და  ბიზნესმენმა Guccio Gucci

ყველაფერი  კი ასე დაიწყო–

Guccio Gucci  მ ბიზნესი ფლორენციის  ერთ  პატარა  მაღაზიაში  ტყავის ჩანთების  გაყიდვით  დაიწყო.დროთა  განმავლობაში კი   ბიზნესი  საოჯახო გახადა  და  მასში   მისი 4  ვაჟიშვილიც ჩართო. იყენებდნენ მხოლოდ   საუკეთესო  ხარისხის ტყავს და  ქირაობდნენ მხოლოდ  საუკეთესო  ოსტატებს.  წარმატებაც  მალე მოვიდა,  მოთხოვნა ისე გაიზარდა მათ  პროდუქტზე ,რომ  მალე  მაღაზიები რომში, მილანში და  მანჰეტენზეც გახსნეს.

დღეს  Guccio Gucci გუჩის  სახლის მფლობელია და მისი ბრენდის  ქვეშ  ტყავის  ნაწარმის  გარდა  უამრავი სხვა პროდუქტიც იყიდება:სათვალეები, ჩანთები, ფეხსაცმელები,სუნამოები, აქსესუარები, სამოსი

მომწონს  ეს   სათვალეები , თანაც ძალიან:)

მიყვარს  კაცური ტიპის  საათს რომ ატარებს ქალი:)

საათი, კეტი, ჯინსი, ჩანთა, სათვალე  , აქ ყველაფერია  რაც მიყვარს საზაფხულოდ:) ისღა  დამრჩენია სასურველი კომბინაცია შევარჩიო

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 27 other followers