2011 წლის 10 საუკეთესო ბრენდი
ამას წინათ ESM სთვის პრეზენტაცია მქონდა გასაკეთებელი და ინტერნეტში ვეძებდი ცნობილი ბრენდების შესახებ ინფორმაციას. ამ ძებნის დროს წავაწყდი 2011 წლის ყველაზე ცნობილი ბრენდების ღირებულებებს. მგონი დაგაინტერსებთ:)
1)ალბათ არავის გაუკვირდება ის,რომ პირველი ადგილი ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდებს შორის კომპანია Apple ს უკავია. მისი ბრენდი 153.29 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. რაშიც ალბათ ნამდვილად არის ფოტოზე გამოსახული Apple ის CEO ს,Steve Jobs ის წვლილი:)
2) მეორე ადგილი დაიკავა კომპანია Google მა, რომლის ბრენდიც შეფასებულია 111.5 მილიარდ დოლარად და რომელსაც ყველაზე კრეატიული და ორიგინალური დიზაინის მქონე ოფისი აქვს მსოფლიოში:)
3) მესამე ადგილი– კომპანია IBM, ბრენდის ღირებულება 100.85 მილიარდი $. ესეც მათი სლოგანი ”think”:)
4)მეოთხე ადგილი დაიკავა კომპანიამ,რომლის პროდუქტიც თითქმის ყველას გვიყვარს:)McDonald’s, მისი ბრენდის ღირებულება შეადგენს 81.02 მილიარდ დოლარს
5) მეხუთე ადგილზე ბრენდის ღირებულებით გახლავთ Microsoft, ,თავისი windows 7 , windows XP თუ ჩაწოლილი windows vista თი:) მისი ბრენდის ღირებულება არც მეტი არც ნაკლები 78.24 მილიარდი $ ია
6) 2011 წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების სიის მეექვსე ადგილი დაიკავა Coca Cola მ,რომლის ბრენდიც 73.75 მილიარდ $ ად არის შეფასებული.
7)მეშვიდე ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი აღმოჩნდა ამერიკის ერთერთი ყველაზე მსხვილი ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებისა და ინტერნეტ ტელევიზიის კომპანია at&t, ბრენდის ღირებულებით 69.92 მილიარდი $
8)მწეველებო არ გაბრაზდეთ:),Marlboro ს ბრენდი 8 ადგილზეა , მისი ბრენდის ღირებულება 67.52 მილიარდ $ ს შეადგენს
9)მეცხრე ადგილზე China Mobile ის ბრენდია, რომელსაც ზედმეტი კომენტარი არ სჭირდება:) ღირებულებით 57.33 მილიარდი $
10) და ბოლო მეათე ადგილი 2011 წლის ბრენდი კომპანიების სიაში უკავია ამერიკულ საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია GE ს:) მისი ბრენდის ღირებულება შეადგენს 50.32 მილიარდ $ ს
ძალიან საინტერესო იყო 🙂
მადლობა ketusi:)ხშირად შემოდი ხოლმე, ვეცდები კიდევ უფრო საინტერესო ინფორმაციები მოვიპოვო ბრენდების შესახებ:)
Kargi iqneba, tu aset postebs liposaqciebis da botoqsebis postebs ar sheurev 🙂
დავით ლიპოსაქცია -ბოტოქსი პროექტი იყო:),მსგავსი თუ არამსგავსი პროექტების გაკეთებას ყველა სფეროში ვაპირებ ’’ პროექტების კატეგორიაში’’ ოღონდ:) და ’’ბრენდების კატეგორია’’ ცალკე თავის ფუნქციას შეასრულებს:)
რა ვქნა არ გამოდის მარტო ბრენდებზე წერა:)
როგორ მიხარია რომ პირველ ადგილზე მყოფი ბრენდის კლავიატურაზე ვბეჭდავ ეხლა..მართლა საინტერესო იყო 🙂
მადლობა fefinio :),ის რომ დღეს apple ს ვერ ჯობნის ჩინური და იაპონური ტექნოლოგიები, მისი CEO ს,Steve Jobs ის დამსახურებაა.იმიტომ რომ მოახერხა apple ის როგორც ბრენდის შექმნა და დამკვიდრება ..ასე რომ ვფიქრობ იმსახურებენ ამ ადგილს:)
მეგონა კოკ კოლა უფრო მდიდარი კომპანია იქნებოდა